logo_geo
eng_logo
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ლეიტენანტმა დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო კოლეჯში ოფიცრის ერთწლიანი კურსი წარმატებით დაასრულა
- +

24 დეკემბერი. 2021. 12:14

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფის უფროსმა ინსპექტორმა, ლეიტენანტმა რუსლან დოლიძემ დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო კოლეჯში ოფიცრის ერთწლიანი კურსი წარმატებით დაასრულა“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, კურსის გამოსაშვები ცერემონია ქალაქ დარტმუთში გაიმართა და მას უელსის პრინცი ჩარლზი დაესწრო.

 

საზეიმო აღლუმს, ქართული მხრიდან, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე დაესწრო. მან სანაპირო დაცვის ოფიცერს კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა და კარიერაში წარმატებები უსურვა.

 

საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, სხვადასხვა სამუშაო შეხვედრა გამართა. მათ შორის, შეხვდა ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების (MARCOM) სარდლის მოადგილეს, ვიცე-ადმირალ დიდიერ პიატონს, სამეფო საზღვაო კოლეჯის ხელმძღვანელს, I რანგის კაპიტან როჯერ რედვინს და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გაერთიანებულ სამეფოში - სოფიო ქაცარავას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner