„თბილისში, დიდუბეში CO-თი, ინტოქსიკაციის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა“, - აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
კომპანია მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
„გაზის გაუმართავი გამათბობლის გამო გამთენიისას 22 წლის გოგო გარდაიცვალა. იყავით ძალიან ფრთხილად. არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის დანადგარები!“ – აცხადებენ კომპანიაში.