logo_geo
eng_logo
მაია კაშია: მოცემული ეტაპისთვის, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ძალიან მძიმეა
- +

24 დეკემბერი. 2021. 14:44

 

„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში მოცემული ეტაპისთვის არის ძალიან მძიმე“, - ამის შესახებ ეპიდემიოლოგმა მაკა კაშიამ განაცხადა. მისი თქმით, ეპიდვითარებას ახალი შტამი - „ომიკრონი“ კიდევ უფრო დაამძიმებს.

 

„წინ გველოდება სადღესასწაულო დღეები, რაც გამორიცხავს რაიმე დადებითი დინამიკის და დადებითი პროგნოზის გაკეთებას, რადგან, ვიცით, რომ მოიმატებს მობილობა როგორც ქალაქებს შორის, ისე ქალაქშიც, რაც ინფექციის კიდევ უფრო სწრაფად გავრცელებას გამოიწვევს. ამ არსებულ მდგომარეობას კი დაამძიმებს ახალი შტამის არსებობა, რომელიც უკვე დაფიქსირდა საქართველოში და შეიძლება ითქვას, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში გახდება კიდეც დომინანტური“, - განაცხადა კაშიამ.

 

საქართველოში „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევები 20 დეკემბერს გამოვლინდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner