logo_geo
eng_logo
გედევან ფოფხაძე: სააკაშვილს თავის წარმოდგენაში ჰქონდა - ცხედრები, სისხლი, არეულობა
- +

2 აგვისტო. 2016. 15:04



საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში სამართლებრივი კოლაფსის შექმნა სურს.

ფოფხაძის განცხადებით,  სააკაშვილი საქართველოში რევოლუციის სცენარზე მუშაობდა.

ასევე ფოფხაძე არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენები მიხეილ სააკაშვილის გეგმებს უკავშირდებოდეს. 


„მიხეილ სააკაშვილი რევოლუციის სცენარზე მუშაობდა და ამ საუბრის ავთენტურობა სადავო არავის გაუხდია. მას აქვს ეს მოტივაცია და "ნაციონალურ მოძრაობაში" არიან ადამიანები, ვისაც სურვილი აქვთ სამართლებრივი კოლაფსის, რომელსაც ავანტიურისტი პოლიტიკოსები გამოიყენებდნენ და შეიძლებოდა ისე ემოქმედათ, როგორც მიხეილ სააკაშვილს თავის წარმოდგენაში ჰქონდა - ცხედრები, სისხლი, არეულობა ქვეყანაში და მისი დაბრუნება, რაც რა თქმა უნდა რევანშია, რადგან საზოგადოება ამას მშვიდად ვერ მიიღებდა. სააკაშვილის მიზნებში ეს ყველაფერი იყო, თუმცა საზოგადოება ამ საფრთხეს ასცდა", - განაცხადა ფოფხაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner