logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სახელწოდება იცვლება, შინაარსობრივად კი უფრო ძლიერ, გაზრდილი უფლებების მქონე სამსახურს ვიღებთ
- +

27 დეკემბერი. 2021. 20:05

 

 

„რამდენიმე დღის წინ, მორიგი მცდარი ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც სახელმწიფოს, მმართველი გუნდის და პარლამენტის დისკრედიტაციას ემსახურება. გავრცელებული ხმების მიხედვით დაგეგმილია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება. გაუქმებას და გაძლიერებას შორის ფუნდამენტური სხვაობაა, რეალურად სახელმწიფოს ინსპექტორის სამსახურის გაძლიერება ხდება და არა გაუქმება“, - ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

 

ჩიხელიძის თქმით, ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იქნება შედარებით ეფექტიანი და ქმედითი უწყება, რომელიც სრულად პასუხობს ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს და ევროპულ მაღალ სტანდარტს:

 

„ზოგადად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ახალი უწყებაა, რომელიც დახვეწას და განვითარებას საჭიროებს, დაგეგმილი ცვლილებები სწორედ სამსახურის განვითარებას ემსახურება. მიუღებელია იმ ადამიანთა კრიტიკა, რომელთა მმართველობის დროს მსგავს უწყებაზე ოცნებაც კი წარმოუდგენელი იყო.

 

დაგეგმილი ცვლილებებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სახელწოდება იცვლება, შინაარსობრივად კი უფრო ძლიერ, გაზრდილი უფლებების მქონე სამსახურს ვიღებთ, რომელიც გარდა დღეს არსებული ფუნქციებისა, კონკრეტული დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილება დაემატება. ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში ჩვენ დღევანდელთან შედარებით ეფექტიან, ქმედით უწყებას მივიღებთ, რომელიც სრულად პასუხობს ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს და ევროპულ მაღალ სტანდარტს!“ - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner