დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს მოუსმინა.
საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ კომიტეტს ნინო ქუბინიძის, ივანე მახარაძისა და მარიამ სულაბერიძის კანდიდატურები წარუდგინა.
სამივე კანდიდატმა ისაუბრა საკუთარ პროფესიულ გამოცდილებაზე. მათ თავისი ხედვები და მოსაზრებები გააცნეს კომიტეტის წევრებს, უპასუხეს დეპუტატების შეკითხვებს. კომიტეტმა ცალ-ცალკე უყარა კენჭი წარდგენილ კანდიდატურებს, რომელთაგან ხმათა უმრავლესობა ივანე მახარაძემ მოიპოვა.