logo_geo
eng_logo
გიორგი რამიშვილი: სილქნეტი აპირებს 5G ინტერნეტის დანერგვას
- +

29 დეკემბერი. 2021. 00:35

 

დღეს პარლამენტში კომუნიკაციების კომისიის ანგარიშის მოსმენის შემდეგ, კომპანია სილკნეტის მფლობელმა გიორგი რამიშვილმა, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს და კომისიას საცალო ბაზრის რეგულირებიდან გამოსვლის გამო მადლობა გადაუხადა. რამიშვილის განცხადებით, ეს ინვესტორებისთვის პოზიტიური გზავნილია. მანვე განაცხადა, რომ კომპანია სილკნეტი 5G ტექნოლოგიის დანერგვას აპირებს.

 

„ბატონ კახას და კომუნიკაციების კომისიას მინდა მადლობა გადავუხადო იმ ნაწილში, რომ გამოვიდა საცალო ბაზრის რეგულაციიდან, ეს აუცილებლად სათქმელია. კი, დაგვჭირდა ამისთვის დრო, ვიკამათეთ, მაგრამ მაინც მივედით შედეგამდე და ეს პლუსია. სილკნეტი კაპიტალ მარკეტზეა, ჩვენ შემოგვაქვს ფული დასავლეთიდან და ჩვენ გვყავს ტოპ 50 ინვესტორი და როდესაც ეს მესიები გადის, რომ საქართველოში არის ასეთი კარგი წესები და კანონები, როცა მარეგულირებელი გამოვიდა „რითეილიდან“ და როდესაც MVNO-დანაც გამოვა არის ძალიან პოზიტიური გზავნილი. Mvno კონტრაქტი უკვე გვაქვს ხელმოწერილი, იმუშავებს თუ არა ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ეს დამოკიდებულება იძლევა საშუალებას, რომ ჩვენ მოვიზიდავთ კიდევ უფრო იაფ და მეტ ინვესტიციას, იმისთვის რომ დავნერგოთ 5 G ინტერნეტი იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა 5G-ტექნოლოგიის გაკეთება“, განაცხადა გიორგი რამიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner