სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საქართველოს პარლამენტის ახლადარჩეული თავმჯდომარე, ბატონი შალვა პაპუაშვილი დალოცა და საჩუქრად ხატი გადასცა.
პარლამენტის თავმჯდომარე უწმინდესს მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად ეწვია.
პარლამენტის სპიკერად უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი დღეს აირჩიეს. მის კანდიდატურას 88-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 1 კი წინააღმდეგი იყო.
„ქართულმა ოცნებამ“ შალვა პაპუაშვილის კანდიდატურა ამ პოსტზე მას შემდეგ წარადგინა, რაც პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა კახა კუჭავამ დატოვა.