logo_geo
eng_logo
კათოლიკოს-პატრიარქმა პარლამენტის ახლადარჩეული თავმჯდომარე დალოცა
- +

29 დეკემბერი. 2021. 20:14

 

 

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საქართველოს პარლამენტის ახლადარჩეული თავმჯდომარე, ბატონი შალვა პაპუაშვილი დალოცა და საჩუქრად ხატი გადასცა.

 

პარლამენტის თავმჯდომარე უწმინდესს მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად ეწვია.

 

პარლამენტის სპიკერად უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი დღეს აირჩიეს. მის კანდიდატურას 88-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 1 კი წინააღმდეგი იყო.

 

„ქართულმა ოცნებამ“ შალვა პაპუაშვილის კანდიდატურა ამ პოსტზე მას შემდეგ წარადგინა, რაც პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა კახა კუჭავამ დატოვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner