„პარლამენტმა, ამირან ძაბუნიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩია“, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ მოსამართლეობის კანდიდატს მხარი 79 დეპუტატმა 10 წინააღმდეგ დაუჭირა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ამირან ძაბუნიძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ასარჩევად 2021 წლის 20 დეკემბერს წარუდგინა.