„აი, ეს ნეოტროცკისტი ვინმე ალიკა კუპრავა ილიაუნის ლექტორი, ტიპური გაგრძელებაა 1920-იანი წლების „უღმერთოთა კავშირის!“ - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ფეისბუკმომხმარებლის ალიკა კუპრავას მიერ გავრცელებულ სტატუსს პატრიარქის და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით.
„სულ ვამბობდი და ვამბობ! აი, ასეთი სუბიექტები არიან ტროცკის პირდაპირი იდეური შთამომავლები და დიდი ეჭვია ფიზიკურიც! აი, ეს ნეოტროცკისტი ვინმე ალიკა კუპრავა ილიაუნის ლექტორი, ტიპური გაგრძელებაა 1920-იანი წლების „უღმერთოთა კავშირის“! ასეთები ასწავლიდნენ და ასწავლიან ახალგაზრდებს: „თქვენ აუცილებლად მოკლავთ დედას, ასევე მოკლავთ მამას, ნაცთა ბელადი თუ გიბრძანებთ ამას“! სახეზეა „ბეზბოჟნიკი“ „ნაცელი“ „ინტელექტუალი!“ - წერს ედიშერ გვენეტაძე.