„აი, ამათ ხელში რომ არის განათლება, იმიტომ არის ჩვენი განათლების სისტემა კარგ დღეში“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ფეისბუკ მომხმარებელი ნინო ფოჩხუა ილიაუნის ლექტორის ალიკა კუპრავას მიერ გავრცელებულ სტატუსს პატრიარქის და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით.
„აი, ეს კაცი, სახელად ალიკა კუპრავა, კოლექტიური „ნაცების“ სახე, ილიაუნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი ყოფილა. ამ გაუნათლებელმა არარაობამ, ტიპურმა სექტანტმა, რა უნდა ასწავლოს სტუდენტებს? აი, ამათ ხელში რომ არის განათლება, იმიტომ არის ჩვენი განათლების სისტემა კარგ დღეში. წარმოიდგინეთ, ამ ფოტოს ადამიანი ასეთ კომენტარს რომ გაუკეთებს“, - წერს ნინო ფოჩხუა.