logo_geo
eng_logo
დევნილთა სააგენტო სასტუმრო „ქართლის“ შენობაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ორ ალტერნატივას სთავაზობს
- +

30 დეკემბერი. 2021. 19:05

 

დევნილთა სააგენტო თბილისში, ყოფილი სასტუმრო „ქართლის“ შენობაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

„ყოფილი სასტუმრო „ქართლი“ ნამდვილად გახლავთ ავარიული ობიექტი, სწორედ ამიტომ დევნილთა სააგენტომ შენობაში ფაქტობრივად მცხოვრებ ყველა ოჯახზე გასცა ადმინისტრაციული დაპირება და განსახლების ორ ალტერნატივას სთავაზობს. მათ ახლავე შეუძლიათ თბილისში, ნებისმიერ კორპუსში თავადვე მოიძიონ ბინა, რომელსაც სააგენტო მათთვის უპირობოდ შეიძენს ან დაელოდონ სააგენტოს მიერ შესყიდული ბინების მშენებლობის დასრულებას.

 

დევნილი ოჯახის მიერ ბინის მოძიების შემთხვევაში, კვადრატული მეტრის ფასი, რომელსაც სააგენტო დაფარავს შეადგენს 550 დოლარის ეკვივალენტს ლარში, ხოლო ბინის ფართობი ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება.

 

ამასთან, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ იძულებით გადაადგილებული ოჯახების ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას. სწორედ ამიტომ, სააგენტო, გამგეობასთან ერთად, გრძელვადიან განსახლებამდე დევნილ ოჯახებს ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს.

 

სააგენტოს წარმომადგენლებს ყოველდღიური კომუნიკაცია აქვთ „ქართლში“ მცხოვრებ დევნილებთან და ყველა მათგანისთვის ცნობილია აღნიშნული შეთავაზებების შესახებ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner