logo_geo
eng_logo
31 დეკემბერსა და 6 იანვარს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება
- +

31 დეკემბერი. 2021. 10:12

 

 

„31 დეკემბერს, დედაქალაქში დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს მუნიციპალური ტრანსპორტი გახანგრძლივებული დროით მოემსახურება“, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

ავტობუსები 23:00-დან 03:00 საათამდე მსურველებს მათთვის ხელსაყრელ მეტროსადგურებთან დააკავშირებენ, რის შემდეგაც, მგზავრები შეძლებენ, დანიშნულების ადგილზე მეტროს დახმარებით მივიდნენ. დროის აღნიშნულ მონაკვეთში, მგზავრები ავტობუსით, მეტროსა და „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო ხაზის დახმარებით, გადაადგილებას უფასოდ შეძლებენ.

 

ახალი წლის ღამეს, 03:00 საათამდე იმუშავებენ შემდეგი ავტობუსები: N1, N2, N3, N6, N7, N11 (გადაადგილდება მეტროსადგურ „დიდუბემდე“), N12, N14, N17, N18, N20, N22, N25, N27, N28, N30, N31, N36, N39, N40, N41, N42, N43, N45, N46, N47, N49, N52, N53, N56, N60, N62, N68, N70, N71, N72, N73, N77, N78, N79, N80, N84, N87, N90, N91, N95, N99, N106, N108, N110, N121, N122 (გადაადგილდება მეტროსადგურ „ავლაბრამდე“), N150, N321, N330, N332, N334, N339, N343, N344, N346, N363, N377 და N383.

 

რაც შეეხება 6 იანვარს, შობის ღამეს, მგზავრებს თბილისის მეტრო 00:00-დან 03:00 საათამდე მოემსახურება. მოქალაქეები, ამ შემთხვევაშიც, უფასოდ იმგზავრებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner