logo_geo
eng_logo
პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო გალაკონცერტი გაიმართება
- +

31 დეკემბერი. 2021. 10:24

 

 

„გვიყვარდეს ერთმანეთი“ - ახალი წლის ღამეს ამ გზავნილით თბილისი მოსახლეობას და სტუმრებს რესპუბლიკის მოედანზე ელის.

 

წელს სადღესასწაულო განწყობა ორბელიანის მოედნიდან, დედაენის ბაღამდე იშლება. საახალწლო გალაკონცერტი მთავარი გზავნილით - „მეტი სიყვარულისთვის“ რესპუბლიკის მოედანზე დღეს, 12 საათზე დაიწყება.

 

ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს ახალი წელი დღესასწაულის აღნიშნვის ახალ ტრადიციებს შექმნის. 300-მდე შემსრულებელი და ჯგუფი, 2-საათიანი ღონისძიებისთვის ემზადებიან. დედაქალაქის მერია წელს საახაწლო ზეიმს, 20 დღის განმავლობაში გამართავს.

 

31 დეკემბრის გარდა, გალაწარმოდგენა 6 იანვარსაც იგეგმება. მერი რეკომენდაციების დაცვით, მოქალაქეებს სახალხო დღესასწაულზე ეპატიჟება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner