ცოტა ხნის წინ, რუსთავის მერიაში ხმაური იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრების გამოჩენას საკრებულოს თანამშრომლებთან დაპირისპირება მოჰყვა. ისინი სხდომის ჩატარებას ითხოვდნენ. ინციდენტის შემდეგ, „ნაცმოძრაობის“ საკრებულოს წევრებმა შენობის პირველი სართული დაიკავეს, რის შემდეგაც, ადგილზე რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე მივიდა.
„მერიის მოქალაქეთა მოსმსახურების ცენტრია. წლის ბოლო დღეა, ძალიან ბევრი ადამიანი მოდის, წერს განცხადებას სხვადასხვა მომსახურების მისაღებად, რომელშიც თქვენ სამწუხაროდ არ ხართ ჩართული ამ ეტაპზე. ნუ შეაფერხებთ“, - მიმართა ნინო ლაცაბიძემ „ნაცმოძრაობის“ წევრებს.
ამ ეტაპზე რუსთავის მერიაში სიმშვიდეა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა შენობა დატოვეს.