logo_geo
eng_logo
სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ კვლავ მოუწოდებს რუსეთს, თავისი ძალები ომამდელ პოზიციებზე გაიყვანოს და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეასრულოს
- +

5 იანვარი. 2022. 21:43

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვენდი შერმანსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, დავით ზალკალიანს შორის სატელეფონი საუბრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

 

„დღეს სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვენდი შერმანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს ესაუბრა. სახელმწიფო მდივნის მოადგილემ კვლავ დაადასტურა ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სახელმწიფო მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები კვლავ მოუწოდებს რუსეთს, თავისი ძალები ომამდელ პოზიციებზე გაიყვანოს და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეასრულოს. სახელმწიფო მდივნის მოადგილემ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვეს სუვერენული ქვეყნების უფლებას, თავად აირჩიონ საკუთარი უსაფრთხოების ზომები და რუსეთის აგრესიის ფონზე, საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის აუცილებლობას. მხარეებმა ასევე განიხილეს, ევროპაში როგორ უნდა გაძლიერდეს უსაფრთხოება და განმტკიცდეს მშვიდობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner