logo_geo
eng_logo
ლევან გაჩეჩილაძე: არანაირ ძალადობას არ ვაპირებ!
- +

7 მარტი. 2016. 16:32


„მაესტროს" დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანიაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა, სადაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სურს თანამშრომლებთან შეხვედრა და მათთან მომავალ ნაბიჯებზე საუბარი.



არანაირ ძალადობას არ ვაპირებ. მინდა ბაიასთან დალაპარკება და კოლექტივთან შეხვედრა. ამ მისამართზე ზის მაესტრო", რომლის გენერალური დირექტორი დღეს მე გავხდი. ვარ აბსოლუტურად კონსტრუქციულად განწყობილი", -განაცხადა გაჩეჩილაძემ.

 


მისი თქმით, ის მხოლოდ კანონიერი გზებით აპირებს ბრძოლის გაგრძელებას.



 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner