„მაესტროს" დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანიაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა, სადაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სურს თანამშრომლებთან შეხვედრა და მათთან მომავალ ნაბიჯებზე საუბარი.
„არანაირ ძალადობას არ ვაპირებ. მინდა ბაიასთან დალაპარაკება და კოლექტივთან შეხვედრა. ამ მისამართზე ზის „მაესტრო", რომლის გენერალური დირექტორი დღეს მე გავხდი. ვარ აბსოლუტურად კონსტრუქციულად განწყობილი", -განაცხადა გაჩეჩილაძემ.
მისი თქმით, ის მხოლოდ კანონიერი გზებით აპირებს ბრძოლის გაგრძელებას.