logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: ვხედავთ, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ საჭირო რაოდენობის ხმები შეაგროვოს
- +

7 იანვარი. 2022. 21:03

 

„ვხედავთ, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ საჭირო რაოდენობის ხმები შეაგროვოს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბრისას განაცხადა.

 

„ის კადრები, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი იყო და ვნახეთ, წამების ან არაადამიანური მოპყრობის კუთხით, რაზეც ოპოზიცია და სააკაშვილის გარემოცვა აპელირებს, არ მოდის თანხვედრაში და შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია. ვფიქრობ, პარლამენტი არ არის ის ორგანო, რომელშიც მსგავსი საგამოძიებო კომისიები უნდა იქმნებოდეს. თუმცა, ყველა საკითხი განხილვის თემაა და იმასაც ვხედავთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს იმისი შესაძლებლობა, რომ საჭირო რაოდენობის ხმები შეაგროვოს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ საპარლამენტო ბოიკოტს შეწყვეტენ, თუ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისია შეიქმნება. კომისიის შექმნის შესახებ პროექტის ინიცირების უფლება აქვს, მათ შორის, პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ 1/5-ს ანუ 30 დეპუტატს, ხოლო შექმნაზე გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის 1/3, შესაბამისად, საჭიროა 50 დეპუტატის მხარდაჭერა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner