ახალგაზრდა კაცი, რომელიც გუშინ ხიდან ჩამოვარდა, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „გურია ნიუსი“ ავრცელებს.
„რა ეშველება ახლა მის სამ ობოლს. დღე და ღამე მუშაობდა, რომ ოჯახი ერჩინა. საცოდაობაა. თვითონაც ობლად, უდედოდ გაიზარდა. რა ბედი ჰქონიათ. უბედური მამამისი, რა გააძლებინებს“, - ამბობს ოჯახის ახლობელი.