„ქართულ ოცნება“ ოპოზიციის მიერ რუსული მეთოდების გამოყენებაზე საუბრობს. მმართველი პარტიის წევრები ამბობენ, რომ პოლიტიკური ჯგუფები საქართველოს შესახებ ცრუ ინფორმაციებს მიზანმიმართულად ავრცელებენ.
ამ შემთხვევაში საუბარია „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშზე, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში დემოკრატიული მაჩვენებლები ერთი პუნქტით გაუარესდა. ინფორმაცია „ამერიკის ხმამ“ გუშინ გამოაქვყენა, თუმცა ანაგარიში წინა წელს არის მომზადებული და მხოლოდ რამდენიმე თვის შეფასებას მოიცავს.
„ჩვენ უკვე 2 დღეა ვაკვირდებით ორკესტრირებულ დეზინფორმაციასა და ფეიკების გავრცელების ტალღას ოპოზიციის მხრიდან - ეს შედის მხოლოდ რუსეთის ინტერესებში. მაშინ, როდესაც ასეთი დაძაბული სიტუაციაა რეგიონში და პირითაც ახერებს ამას და რა წყაროებითაც, ეს უკვე ზედაპირზეა. რაც შეეხება „ფრიდომ ჰაუსის“ იმ ინფორმაციას, რომელიც 2021 წლის მარტშია გამოქვეყნებული და შეეხება 2020 წლის არჩევნებს, დიდწილად განპირობებულია იმ ფეიკ-ტელევიზოების, ერთკაციანი პარტიების საბოტაჟით, ასევე ზოგი სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, რომლებმაც საჯაროდ მოიხადეს ბოდიში იმ შეცდომებაზე, რაც მათ დაუშვეს 2020 წლის არჩევნების პერიოდში. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს არის ინორმაცია ამ რაკურსით დეზინფორმაცია და მანიპულაციაა, სხვა შემთხვევაში კი ამაში დრამატული არაფერია“, - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ „ქრონიკაში“.