logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: პაპუაშვილი მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს საკუთარ განცხადებებს
- +

3 აგვისტო. 2016. 12:35


პარლამენტის ვიცე-სპიკერ  მანანა კობახიძის განცხადებით, სასამართლოს როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტის გამოყენება "ნაციონალების" ინტერესში შედის.


ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირება გაგრძელდეს კანონის ჩარჩოებში და მოსამართლეებმა შეძლონ დამოუკიდებლად, თავისუფლად გადაწყვეტილების მიღება",- განაცხადა კობახიძემ.


კობახიძე ურჩევს პაპუაშვილს, რომ უფრო მეტად კოლეგიალური იყოს, რადგან თავისი განცხადებებით მან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა მოსამართლეები.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, თუ ვინმე ცდილობს მოსამართლეებზე ზეწოლას, ეს თავად გიორგი პაპუაშვილია.


პაპუაშვილი მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს საკუთარ განცხადებებს. ვფიქრობ, ბოლომდე არ აქვს მას გააზრებული საკუთარი პასუხისმგებლობა საკონსტიტუციო სასამართლოს და ქვეყნის წინაშე. ასეთი ქმედებები სასამართლოს ინსტიტუტის დისკრედიტაციას იწვევს და მიმართულია მოსამართლეების დემორალიზებისკენ.

თუ ვინმე ცდილობს მოსამართლეებზე ზეწოლას, ეს შესაძლოა, იყოს თავად გიორგი პაპუაშვილი. ის მოქმედებს არადამოუკიდებლად.  ბოლო პერიოდში გადაიქცა გარკვეული პოლიტიკური ძალის დავალებების შემსრულებლად. მან პრაქტიკულად, მოსამართლის სახე დაკარგა და გვევლინება როგორც "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი",-აღნიშნა კობახიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner