logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: რანაირად მიანიჭეს ოქროს მედალი, როცა საერთოდ არ იცის, სად უნდა დასვას მძიმე და წერტილი?
- +

13 იანვარი. 2022. 20:02

 

ჟურნალისტი, გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„დღეს ამის დამწერი ღნაოდა, ჩვენ ამათზე განათლებულები ვართ, ესენი ოროსნები არიან, არაფერი იციან, გონზე არ არიანო!

ამ წერილის დამწერს (ფოტოზე რომ ხედავთ) საშუალო სკოლა ოქროს მედალზე აქვს დამთავრებული. ჭკუანაკლულობას თავი დავანებოთ, სულაც ქართულ მართლწერასა და გრამატიკაში ეკუთვნოდა დიდი ორიანი.

ამოცანა გვეკითხება: რანაირად მიანიჭეს ოქროს მედალი მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს, როცა საერთოდ არ იცის, სად უნდა დასვას მძიმე და წერტილი? აღარაფერს ვამბობ ორ წერტილზე, ბრჭყალებზე, ფრჩხილებსა და ტირეზე!

მერე გამოდის ეს ჩემისა და იძახის, კომუნისტების დროს განათლების სისტემაში კორუფცია იყოო.

დიახ, თუ კორუფცია და ჩაწყობა იყო, ისევ ამათთანებისთვის, თორემ ჩვენ მისატანი და ჩასაწყობი სად რა გაგვაჩნდა?!

არა, ეს სხვებზე იძახის, გაუნათლებლები არიან, ჩვენ უფრო ნიჭიერები გახლავართო, ყველაზე ნიჭიერებიო. ის ხიხოაო, ჩვენ დასავლურად მოაზროვნეებიო. ამ დროს ,,თხა და გიგო" არ წაუკითხავთ, აშუშუში სერთიფიკატები იყიდეს, ჩარჩოებში ჩასვეს, ჩამოიტანეს და განათლებად ასაღებენ.

მე მაინც იქ ვარ... ამის დამწერმა სკოლა ოქროს მედალზე რანაირად დაამთავრა? ეს საქმეც კი არის გამოსაძიებელი, მაგრამ ხანდაზმულობას რა ვუთხრა, ბატონო კუკური?!“- წერს ჟურნალისტი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner