დაავადებათა კონტროლის ეროვნულის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს „ომიკრონის“ შტამის დადასტურებული 1009 შემთხვევიდან 16% რეინფიცირებაა.
მისი თქმით, ლაბორატორიულად კორონავირუსის დადასტურებული 5000 შემთხვევიდან 45% „ომიკრონის“ შტამია.
„შემთხვევათა უმრავლესობა მოდის თბილისზე - დაახლოებით 61%. „ომიკრონის“ შესწავლილი შემთხვევების 12% იმერეთზე, 6,5% აჭარაზე, 3% კი ქვემო ქართლზე მოდის. ასევე, „ომიკრონთან“ მიმართებაში მნიშვნელოვანია, რომ 1009 შემთხვევიდან 14 შემთხვევაში მოხდა ჰოსპიტალიზაცია, საიდანაც 12-მა უკვე დატოვა კლინიკა, 12-დან ინტენსიური და რეანიმაციული დახმარება არცერთს დასჭირვებია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.