რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა და მისმა მოკავშირეებმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რუსეთის ძირითადი წინადადებები უარყვეს, რის გამოც, უახლოეს მომავალში ახალი შეხვედრის საფუძველი არ არსებობს.
„მთავარი პრობლემა ის არის, რომ აშშ და მისი მოკავშირეები მზად არ არიან, ნატოს არგაფართოების საკითხზე ჩვენი ძირითადი მოთხოვნები გაითვალისწინონ. ამ საკითხზე ალიანსის პოზიცია მტკიცეა. ჩვენ არ დაგვიმალავს, რომ ამ საკითხზე პროგრესი სხვა საკითხების წინსვლას განაპირობებს“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.