logo_geo
eng_logo
სერგეი რიაბკოვი: ვაშინგტონმა და მისმა მოკავშირეებმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რუსეთის ძირითადი წინადადებები უარყვეს
- +

13 იანვარი. 2022. 23:08

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა და მისმა მოკავშირეებმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რუსეთის ძირითადი წინადადებები უარყვეს, რის გამოც, უახლოეს მომავალში ახალი შეხვედრის საფუძველი არ არსებობს.

 

„მთავარი პრობლემა ის არის, რომ აშშ და მისი მოკავშირეები მზად არ არიან, ნატოს არგაფართოების საკითხზე ჩვენი ძირითადი მოთხოვნები გაითვალისწინონ. ამ საკითხზე ალიანსის პოზიცია მტკიცეა. ჩვენ არ დაგვიმალავს, რომ ამ საკითხზე პროგრესი სხვა საკითხების წინსვლას განაპირობებს“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner