logo_geo
eng_logo
რობ ბაუერი: უსაფრთხოების სფეროში გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ შთამბეჭდავი რეფორმები გაატარა და თავისი თავდაცვითი შესაძლებლობები გააძლიერა
- +

14 იანვარი. 2022. 01:32

 

„უსაფრთხოების სფეროში გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ შთამბეჭდავი რეფორმები გაატარა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მეშვეობით თავისი თავდაცვითი შესაძლებლობები გააძლიერა“, - განაცხადა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაურემა.

 

„ეს პაკეტი გაძლიერდა საქართველოსა და მისი სამეთაურო სტრუქტურის სხვადასხვა ნაწილებს შორის ურთიერთქმედების გასაუმჯობესებლად, მისი საზღვაო კომპონენტის გასაძლიერებლად და მედეგობაზე მეტი ყურადღების გასამახვილებლად. უკრაინა და საქართველო ნატოს უპრეცედენტო მხარდაჭერითა და დახმარებით სარგებლობენ. ჩვენ გვსურს დავრწმუნდეთ, რომ მათ ყველა საჭირო ინსტრუმენტი აქვთ არა მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, არამედ ევროპის უსაფრთხოებაში წვლილის შესატანადაც. ჩვენ კვლავ დავადასტურეთ ნატოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ“, - აღნიშნა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

საქარტველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო.

 

ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესზე ისაუბრა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner