logo_geo
eng_logo
გენადი არველაძე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ ნგოზი ოკონჯო ივეალას შეხვდა
- +

14 იანვარი. 2022. 22:00

 

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ ნგოზი ოკონჯო ივეალას შეხვდა, რომლის დროსაც განხილულ იქნა საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის ძირითადი ტენდენციები და თანამშრომლობა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან.      

 

შეხვედრა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს ვაჭრობის პოლიტიკის განხილვისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში  გაიმართა.

 

შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ეკონომიკის განვითარების და სავაჭრო პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე.

 

შეხვედრის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს მიაწოდა ინფორმაცია აღნიშნული ორგანიზაციის ფარგლებში არსებული სხვადასხვა ინიციატივებსა და დეკლარაციებზე საქართველოს მიერთების შესახებ. საუბარია დეკლარაციაზე „მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების შესახებ” (Declaration on MSMEs); ინიციატივაზე „ინვესტიციების წახალისება განვითარებისთვის“ (Initiative on Investment Facilitation for Development); დეკლარაციაზე ვაჭრობისა და ჯანდაცვის შესახებ (Declaration on Trade and Health). გენადი არველაძის თქმით, საქართველო აქტიურად  განაგრძობს აღნიშნული ორგანიზაციის სხვადასხვა ინიციატივებთან მიერთების საკითხის განხილვას.

 

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner