logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ვხედავთ, რომ ზოგიერთი პარტია და ორგანიზაცია ცდილობს ცესკოს წევრების არჩევის პროცესის დისკრედიტაციას
- +

15 იანვარი. 2022. 00:20

 

 

„მიუღებელია, რომ ორგანიზაციები თუ პარტიები, რომლებსაც აქვთ პრეტენზია იყვნენ დემოკრატიული პროცესის მონაწილე, ახდენენ ცესკოს თავმჯდომარის თუ წევრების არჩევის პროცესის და მეორე მხრივ, სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის, პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციას“,- ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ საარჩევნო რეფორმის ფარგლებში ცესკოს წევრების არჩევის პროცესზე ოპოზიციაც და არასამთავრობო ორგანიზაციებიც შეთანხმდნენ.

 

„ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის პროცესი გახლავთ საარჩევნო რეფორმის შედეგად შეთანხმებული პროცედურა, რომელიც თითქმის სრული კონსენსუსით შეთანხმდა როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთი პარტია და ორგანიზაცია ცდილობს ამ პროცესის დისკრედიტაციას და საბოლოო ჯამში, ისინი უნდობლობას უცხადებენ არა პროცესს ზოგადად, არამედ პირდაპირი მანდატის მქონე საქართველოს პრეზიდენტს, რაც მიუღებელია“, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner