ევროკავშირი უკრაინის სამთავრობო გვერდებზე კიბერშეტევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ევროკავშირი უკრაინის წინააღმდეგ კიბერშეტევას მკაცრად გმობს.
„ეს კიბერშეტევა უკრაინის მთავრობის ვებგვერდებზე მიუღებელია. ასეთი ქმედებები მიზნად ისახავს უკრაინის დესტაბილიზაციასა და დეზინფორმაციის გავრცელებას და შესაძლოა ხელი შეუწყოს ისედაც დაძაბული სიტუაციის შემდგომ ესკალაციას. უკრაინამ სწრაფი და გადამწყვეტი რეაგირება მოახდინა თავდასხმებზე. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები კონტაქტში არიან უკრაინასთან და მზად არიან, უკრაინას დამატებითი ტექნიკური დახმარება გაუწიონ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - ნათქვამია განცხადებაში.