logo_geo
eng_logo
გერმანიის ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ კორონავირუსი სერიოზულ საფრთხედ რჩება
- +

15 იანვარი. 2022. 01:57

 

 

გერმანიის ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ კორონავირუსი სერიოზულ საფრთხედ რჩება, ხოლო „ომიკრონი“ ვარიანტი „დელტა“ შტამს უახლოეს დღეებში მთლიანად ჩაანაცვლებს.

 

გერმანიის წამყვანი ვირუსოლოგის, კრისტიან დროსტენის თქმით, „ომიკრონი“ ხშირად იწვევს დაავადების უფრო მსუბუქ ფორმას, თუმცა ნებისმიერ დადებით შედეგს შემთხვევების დიდი რაოდენობა ხაზს უსვამს.

 

მისი თქმით, 60 წელზე უფროსი ასაკის 3 მილიონ ადამიანს ჯერ არ მიუღია ვაქცინა, ხოლო თითქმის 9 მილიონ ადამიანს - გამაძლიერებელი დოზა, რაც მათ დაუცველს ხდის უაღრესად გადამდები ვარიანტის წინაშე.

 

ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, გერმანიას ვაქცინაციის შედარებით დაბალი მაჩვენებელი აქვს: მოსახლეობის 72.5% სრულად აცრილია, ხოლო 45.9%-მა გამაძლიერებელი დოზა მიიღო.

 

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა, კარლ ლაუტერბახმა გამორიცხა არსებული შეზღუდვების შემსუბუქება და დასძინა, რომ კიდევ უფრო მეტი შეზღუდვა შეიძლება გახდეს საჭირო, თუ ინფექციის რიცხვი მკვეთრად გაიზრდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner