„დღეს წალენჯიხაში კიდევ ერთხელ დაადასტურეს თუ როგორ გახდნენ 2021 წელს ჯერ მხოლოდ სიტუაციური მოკავშირეები, 2022 წელს სტრატეგიული პარტნიორები! დღეს კოალიციას „ლელოც“ შეუერთდა“, - ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე წალენჯიხის საკრებულოში პარტია „საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიციას, სადაც საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი კორნელი სალია აირჩიეს და აღნიშნავს, რომ ყველა სხვა მუნიციპალიტეტშიც ასევე ერთად არიან, უბრალოდ მათ კავშირს/კოალიციას არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლია.
„ჩხოროწყუში „ნაციონალურმა მოძრაობამ" და გახარიას პარტიამ როცა ოფიციალურად გააფორმეს პოლიტიკური ქორწინება, მაშინ გვითხრეს გეჩვენებათო დღეს წალენჯიხაში კიდევ ერთხელ დაადასტურეს თუ როგორ გახდნენ 2021 წელს ჯერ მხოლოდ სიტუაციური მოკავშირეები, 2022 წელს სტრატეგიული პარტნიორები! დღეს კოალიციას ,,ლელოც" შეუერთდა და საბოლოოდ შეერწყა „ნაციონალურ მოძრაობას“, ყველა სხვა მუნიციპალიტეტშიც ასევე ერთად არიან, უბრალოდ მათ კავშირს/კოალიციას არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლია, თორემ იცოცხლეთ იქაც ერთი დედ-მამის შვილებივით იქცევიან ასე გააგრძელეთ, 2024-ში ერთიანი პარტიული სიას დაწერეთ და ეგ არის“, - წერს ბოჟაძე Facebook-ზე.
წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციონერი კორნელი სალია აირჩიეს, ის ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას წარმოადგენს და ამ თანამდებობაზე ერთადერთი დასახელებული კანდიდატურა იყო.