logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი: თუ რუსეთის ნებისმიერი დანაყოფები უკრაინის საზღვარს გადაკვეთენ, ეს შეჭრა იქნება
- +

21 იანვარი. 2022. 00:22

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რუსეთის უკრაინაში შეჭრად ნებისმიერი რუსული დანაყოფის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთას მიიჩნევენ. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთ შეჭრას ხისტი და კოორდინირებული პასუხი მოჰყვება, რომლის შესახებაც მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკვე შეატყობინა.

 

„არანაირი ეჭვი არ უნდა არსებობდეს: თუ პუტინი ამ არჩევანს გააკეთებს, რუსეთი მძიმე ფასს გადაიხდის“, - დასძინა ბაიდენმა.

 

მისივე თქმით, რუსეთმა შესაძლოა ღია სამხედრო მოქმედებების გარდა უკრაინის მიმართ კიბერშეტევები და „პატარა მწვანე ფორმიანი კაცუნები“ გამოიყენოს.

 

„მზად უნდა ვიყოთ ყველაფერ მტკიცე და ერთიანი პასუხი გავცეთ, ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი გამოვიყენოთ“, - განაცხადა ბაიდენმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner