რუსეთის შესაძლო ინტერვენციის საფრთხის ფონზე, აშშ უკრაინას Mi-17-ის ვერტმფრენებს გადასცემს. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.
„ახლახან შევატყობინეთ კონგრესს, რომ უკრაინისთვის Mi-17-ის ვერტმფრენების მიწოდებას ვაპირებთ. გასულ კვირას, ჩვენ ასევე ვალდებულება ავიღეთ უკრაინას კიდევ 600 მილიონი დოლარის დახმარება გავუწიოთ. 2014 წლიდან უკრაინამ ჯამში 1.2 მილიარდი დოლარის დახმარება მიიღო. გარდა ამისა, ჩვენს პარტნიორებსა და მოკავშირეებს ნებართვა მივეცით, უკრაინას ამერიკული შეიარაღება მიაწოდონ“, - აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.