logo_geo
eng_logo
ვიქტორ ყიფიანი: განსაცდელში ჩავარდნილ უკრაინელებს აბსოლუტური მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ
- +

23 იანვარი. 2022. 00:11

 

 

„ჩვენ, დღევანდელ განსაცდელში ჩავარდნილი უკრაინელი პარტნიორებისათვის, აბსოლუტური მხარდაჭერა უნდა გამოვაცხადოთ, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ სურათის დასავლური და რუსული ნაწილი. ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ რამ შექმნა ეს კონფლიქტი, როგორ მოვიდა დასავლეთი ამ ესკალაციამდე და რამ მიიყვან რუსეთი ამ ესკალაციამდე“, - ამის შესახებ „ჯეოქეისის“ დამფუძნებელმა ვიქტორ ყიფიანმა „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„დროა ვარდისფერი სათვალეები მოვიხსნათ და ყველა შევჯერდეთ იმაზე, რომ ფასეულობებზე დაფუძნებული სამყარო იცვლება ინტერესებისა და გავლენებზე ორიენტირებული სამყაროთი. ხშირად ის ნარატივი, რომელიც ღირებულებებს, ფასეულობებს, იდეალებისადმი მსჯელობაზე არის ორიენტირებული, უფრო მეტად მისი ჩანაცვლება და დღეს უკვე დაუფარავად ხდება ძალაზე ორიენტირებული პოლიტიკით. ეს არის ძალიან არსებითი განსაკუთრებით ჩვენთვის, ქართველებისთვის. ვფიქრობ, რომ უკრაინული კრიზისი, რომელიც არა ახალია თავისი გამოვლინებით, ძალისმიერი ფაქტორით, მაგრამ დღევანდელ კრიზის მაინც გამოარჩევს ორი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი სხვა ანალოგებისგან - დღევანდელი სამყარო არის ძალიან ურთიერთდამოკიდებული და დღეს პოტენციურ კონფლიქტში შესაძლო მოწინააღმდეგე მხარეებს აქვთ ბირთვული იარაღო. ალბათ ეს არის ის ორი ელემენტი, რაც განასხვავებს ამ კონფლიქტს და გამოარჩევს სხვა ანალოგიური კონფლიქტებისგან. ჩვენ უნდა ჩავუღრმავდეთ რუსულ ნარატივს, რომელიც ორიენტირებულია საკუთარი სამეზობლოს მართვად ზონად შენარჩუნებაში. ეს მათთვის არის არა მარტო სტრატეგიული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი, არამედ სამეზობლოდან მავნე პოლიტიკური გავლენების თავიდან არიდებაზე ორიენტირებული პოლიტიკა“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner