„ნატოს გაფართოება არგაფართოების საკითხი ჩვენს აუდიტორიას წარმოუდგენია, როგორც ნატოს ფორმალური გაფართოება აღმოსავლეთისკენ. აქ არის სხვადასხვა ვარიაციები და მოდიფიკაციები, რომლებსაც ჩვენ ისტორია გვთავაზობს. ასეთია გერმანიის მაგალითი, სკანდინავიის ქვეყნები და ა.შ“, - ამის შესახებ „ჯეოქეისის“ დამფუძნებელმა ვიქტორ ყიფიანმა „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.
„ჩვენ ძალიან რთულ დროში ვართ. თავისთავად ცხადია, რომ უცნობია როგორ განვითარდება მოვლენები. ქართული პოლიტიკური სპექტრისადმი, ქართული საზოგადოებისადმი ერთი ძალიან გულწრფელი მოწოდება მექნება. ჩვენს შეიარაღებულ ძალებს არ მოეთხოვება ზედმეტი მტკიცება საკუთარი ეროვნული იდეალებისადმი ერთგულების თვალსაზრისით და საერთაშორისო ვალდებულებებისდმი ლოიალურობის თვალსაზრისით. იდეალები ერთხელ და სამუდამოდ გაიმარჯვებს და ბოროტს სძლევს კეთილი, როდესაც ეს მოხდება და ჩვენ ჩვენს წვლილს შევიტანთ ამ პროცესის დაგვირგვინებაში. აუცილებელია ამ პროცესში გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე და თავდაჭერილობა“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.