logo_geo
eng_logo
ვიქტორ ყიფიანი: დასავლეთი რუსეთს ორი მთავარი საკითხის გამიჯვნას სთავაზობს
- +

23 იანვარი. 2022. 01:35

 

 

„დასავლეთი სთავაზობს რუსეთს, რომ ორი მთავარი საკითხის გამიჯვნა მოხდეს. პირველი - უკრაინისა და საქართველოს არჩევანი ნატოში გაწევრიანების თაობაზე და მეორე - ე.წ. სტრატეგიული სტაბილურობის მართვის საკითხები, რომლებიც ბირთვული იარაღის კონტროლს უკავშირდება“, - ამის შესახებ „ჯეოქეისის“ დამფუძნებელმა ვიქტორ ყიფიანმა „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„ჩვენ ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველოზე, უკრაინასა და ნატოს გაფართოება არ გაფართოების საკითხებზე მსჯელობის პროცესში ბირთვული იარაღი გავიდა სახელშეკრულებო კონტროლის მხრიდან. სწორედ დასავლეთი ამას სთავაზობს, რომ შეიძლება ბირთვულ იარაღზე კონტროლის ახალი, უფრო ეფექტიანი მექანიზმების დაწესება, ისევე როგორც სამხედრო წვრთნების ჩატარების გამჭვირვალობაზე რუსეთის საზღვრებთან, რასაც რუსეთი მიიჩნევს, როგორც უშუალო საფრთხის მატარებელი, შეიძლება იყოს ერთგვარი გამოსავალი სიტუაციიდან. რუსული სამომლაპარაკებლო პოზიცია, სირთულე გამოიხატება იმაში,. რომ მან ყველა საკითხი ერთმანეთს დაუკავშირა და იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუსეთს რეალურად, არა თუ მოლაპარაკება უნდა, არამედ ეს არის ულტიმატუმი. სწორედ ეს ქმნის სიტუაციის დრამატულობას და გვაფიქრებს, ეს ხომ არ არის შესავალი მოვლენათა ესკალაციისათვის“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner