logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: გიგა ოთხოზორიას 7- ­სულიან ოჯახს სახლს შევუძენთ
- +

4 აგვისტო. 2016. 03:50


დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, სამინისტრო საოკუპაციო ხაზის გამშვებ პუნქტთან მოკლულ გიგა ოთხოზორიას 7­სულიან ოჯახს ზუგდიდში სახლს შეუძენს.


"ჩვენ გვქონდა შეხვედრა გიგა ოთხოზორიას ოჯახთან. შევთავაზეთ რამდენიმე ვარიანტი. მათ კერძო სახლი აირჩიეს და ჩავსვით შესაბამის პროგრამაში. საკითხი მთავრობაზე გავიტანეთ, რადგან თანხა, რაც სახლის შეძენას სჭირდება, დადგენილ ფარგლებს ცდება. საკითხი უკვე გადაწყვეტილია და ოთხოზორიების ოჯახს ზუგდიდის ცენტრში, მათ მიერვე არჩეული სახლი გადაეცემათ ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner