logo_geo
eng_logo
დავით რეხვიაშვილი: „ომიკრონისთვის“ დამახასიათებელია 2-3 დღიანი მაღალი ცხელება, რომელიც თავიდან სიცხის დამწევს ძნელად ემორჩილება
- +

26 იანვარი. 2022. 21:04

 

„ომიკრონისთვის“ დამახასიათებელია 2-3 დღიანი მაღალი ცხელება, რომელიც თავიდან ძნელად ემორჩილება სიცხის დამწევს“, - ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორმა, დავით რეხვიაშვილმა განაცხადა.

 

„თუმცა, თუ ვმართავთ ისევე, როგორც სხვა ვირუსულ ინფექციებს - სითხეებით დატვირთვა, სიცხის დამწევის დროული მიცემა, 2-3 დღეში მდგომარეობა სტაბილურდება. აღარ არის ისე, როგორც ხდებოდა „დელტას“ შემთხვევაში, რომელიც უფრო მეტად რთულდებოდა სასუნთქი სისტემის მხრივ“, - აღნიშნა რეხვიაშვილმა.

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 17 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner