სოციალური ქსელის მომხმარებელი ლუკა ტუღუში დახმარებას ითხოვს პატარა ანუკის გადასარჩენად:
,,დღეს, უდიდესი დღეა, ყველას გილოცავთ ნინოობის ბრწყინვალე დღესასწაულს, გფარავდეთ ამ დღის ძალა და მადლი!
ჩვენი პირველი პოსტი და თხოვნაც სწორედ ამ დღეს იწყება, ამიტომ, შეუძლებელია მას ძალიან კარგი გაგრძელება არ ჰქონდეს! მჯერა, თქვენი გვერდში დგომით ყველაფერი გამოვა!
ადამიანები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ზოგი პიროვნულად იმდენად მაღალ საფეხურზე დგას, რომ თავს ძალიან გვამახსოვრებს, ასეთი ადამიანები კი ძალიან ცოტაა. ანას კი ბავშვობიდან ვიცნობ და დღემდე ძალიან კარგად მახსოვს მისი კეთილი და გულწრფელი ბუნება. ყველა, ვინც მას იცნობს დამეთანხმება, რომ იგი ახლა ნამდვილად იმსახურებს ჩვენს გვერდში დგომას.
ახლახანს მას აღმოაჩნდა პანკრეასის მყარი ფსევდოპაპილარული სიმსივნე მე-3 სტადია, სჭირდება გადაუდებელი ოპერაცია!
მხოლოდ ერთადერთი თხოვნა მექნება, დავეხმაროთ მას რითაც შეგვიძლია, მერწმუნეთ თითოეულ ლარს და თეთრს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, კვირას მას უკვე საოპერაციოდ ამზადებენ, ზუსტად ვიცი უფლის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა ოპერაცია დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და ამას დამატებული ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციის ხარჯები.
გთხოვთ, გააზიაროთ პოსტი, და მოიწვიოთ მეგობრები რომ გაწევრიანდნენ ჯგუფში, ახლა თითოეული ლარი ჩვენი თანადგომის ნიშანია!
გიტოვებთ ანგარიშის ნომრებს:
თიბისი ბანკი- GE21TB7487745061100079
მიმღები: მარიამ კონცელიძე (დედა)
საქართველოს ბანკი- GE66BG0000000193638200
მიმღები: მარიამ კონცელიძე (დედა)
გთხოვთ, მაქსიმალურად გააზიარეთ პოსტი და მოიწვიეთ თქვენი მეგობრები ჯგუფში გასაწევრიანებლად!
ვერთიანდებით #ანუკისთვის !“, - წერს ლუკა ტუღუში.