,,რატომღაც ჰგონიათ, რომ მხოლოდ მათ შვილებია ხელშეუხებელი, ხოლო თუნდაც პოლიტიკური მოწინააღმდეგის შვილების მიმართ ყველაფერს კადრულობენ, ჩასაფრება, ჩუმად გადაღება, ღლიცინი, ბულინგი თუ ათასი მაიმუნობა”, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ტელეკომპანია „მთავარის“ და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების ბულინგს ირაკლი კობახიძეზე და მის მცირეწლოვან შვილზე.
„დღე არ გავა, რამე ან სისულელე, ან პარაზიტობა, ან ამაზრზენი რამე არ გამოაგდოს ე.წ. ოპოზიციურმა არხებმა, ხან ფეიკები, ხან ვინმეს მკვლელობით გამოხატული აღტაცება, ხან კოვიდ-სტატისტიკით სიხარული და ასე შემდეგ. ეტყობა რაღაც სოციალისტური შეჯიბრივით აქვთ ერთმანეთში- აბა, ვინ უფრო სასტიკი ავაზაკი ან უვიცი დეგენერატი აღმოჩნდება: დღეს ფლაგმანად „გლავკანლი“, იგივე გვარამია-ვიზია, იგივე სააკაშვილის მთავარი არხი მოგვევლინა. რატომღაც ჰგონიათ, რომ მხოლოდ მათ შვილებია ხელშეუხებელი, ხოლო თუნდაც პოლიტიკური მოწინააღმდეგის შვილების მიმართ ყველაფერს კადრულობენ, ჩასაფრება, ჩუმად გადაღება, ღლიცინი, ბულინგი თუ ათასი მაიმუნობა. ამჯერად, ირაკლი კობახიძის შვილის დაბულინგება სცადეს, მაგრამ იმდენად დიდი აღშფოთება გამოიწვის საზოგადოებაში, რომ სასწრაფოდ აიღეს ვიდეო. ასეა, როცა ზოგიერთები ვერც ერთ ფრონტზე, წარმატებას ვერ აღწევენ, მერე ცდილობენ რაღაც უჩვეულოდ ამორალური ქმედება ჩაიდინონ, თუმცა სულ ავიწყდებათ, რომ ამით საზოგადოებაში პოპულარობის ნაცვლად სამართლიან გულისწყრომას იწვევენ, და სწორედ ესაა ის ძირითადი მიზეზი, რის გამოც ხალხს არც უყვარხართ და არც გენდობიან“, - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.