„რადიკალური ოპოზიციის მიერ პარტნიორებისთვის მიწოდებული არასწორი ინფორმაცია ბევრჯერ დაგვხვდა წინ და სხვადასხვა დოკუმენტში არასწორად გამოჩნდა“, - ამის შესახებ მამუკა არეშიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტზე საუბრისას განაცხადა. პოლიტოლოგის თქმით, მთავრობისთვის რუსეთუმეობის დაბრალება უნდა დასრულდეს.
„დღევანდელ ხელისუფლებას დააბრალო რუსეთუმეობა, მე ვერ ვახერხებ, ენა არ მიტრიალდება. ახლა ამის დრო არ არის. პირიქით, ამას ხაზი არ უნდა გაუსვა. მე ასე მგონია, იმიტომ რომ უაღრესად დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარებაა, საქმე საკეთებელი ბევრია. სხვათა შორის, ჯობია რადიკალურმა ოპოზიციამ ის რესურსი, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისით აქვს, გამოიყენოს იმისთვის, რომ როგორმე მოაბრუნოს იმ ევროპელი პოლიტიკოსების. ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების ტვინები, რომლებმაც ზურგი შეაქციეს უკრაინას
არაერთხელ მოგვივიდა შეცდომა, გადაგვიტრიალდა ფეხი იმის გამო, რომ მოუფიქრებელი პოლიტიკური განცხადება გავაკეთეთ. არაერთხელ გადაგვიტრიალდა ფეხი იმის გამო, რომ ოპოზიცია, იმის გამო რომ რაღაც ქულები დაეწერა, ხელისუფლების დისკრედიტაციას [მიმართა], შესაბამისად, ჩვენს მტერს გახარებია. ვიცი, რომ [რეზოლუციის] დოკუმენტის დაწერაში მდინარაძე მონაწილეობდა. მდინარაძე დღეს კრემლისთვის მიუღებელი ფიგურაა, იმიტომ რომ ოკუპაციის თაობაზე ძირითადად ის არის სპიკერი. როგორ შეიძლება ეს დააბრალო მას? რუსეთუმეობის მუდმივი თემა უნდა დამთავრდეს“, - განაცხადა არეშიძემ.