logo_geo
eng_logo
რუსეთში აშშ-ის ელჩი: მოსკოვი ამბობს, რომ მშვიდობა სურს, თუმცა მოლაპარაკების მაგიდაზე „პისტოლეტი უდევს“
- +

28 იანვარი. 2022. 19:08

 

„რუსეთი ამბობს, რომ მშვიდობა სურს, თუმცა აშშ-თან მოლაპარაკებებზე მაგიდაზე პისტოლეტი დადო, განათავსა რა უკრაინის საზღვართან დიდი რაოდენობით ჯარი“, - ამის შესახებ რუსეთში აშშ-ის ელჩმა, ჯონ სალივანმა განაცხადა.

 

მან რუსეთის მიერ ჯარების მობილიზაციას უპრეცედენტო უწოდა და განაცხადა, რომ ეს ჩვეულებრივი სამხედრო წვრთნებით ვერ აიხსნება.

 

„ეს იმის ეკვივალენტურია, ახლა რომ თქვენთან მოლაპარაკებები გვქონდეს, მე მაგიდაზე პისტოლეტი დავდო და ვთქვა, რომ მშვიდობა მსურს - ეს მუქარაა. ზუსტად ამას ვხედავთ ახლა. იმედი გვაქვს, რომ რუსეთის ხელისუფლება თავისი სიტყვის ერთგულია და არ დაესხმება თავს უკრაინას, თუმცა ფაქტები მიუთითებს იმაზე, რომ ახლა მოსკოვს ასეთი შესაძლებლობა აქვს“, - განაცხადა სალივანმა.

 

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომში დაინტერესებული არ არის, თუმცა უსაფრთხოების სფეროში თავისი ინტერესების უგულებელყოფას არ დაუშვებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner