logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: თუ საზოგადოება რომელიმე ძალა ყველა პრინციპს უარყოფს, ეს ძალა უნდა გავიდეს პოლიტიკიდან არა აკრძალვებით, არამედ არჩევნებით
- +

29 იანვარი. 2022. 02:15

 

„თუ საზოგადოება ჩამოაყალიბებს თავის პრინციპებს და რომელიმე ძალა ყველა ამ პრინციპს უარყოფს, ეს ძალა უნდა გავიდეს პოლიტიკიდან არა რაღაც აკრძალვებით, არამედ არჩევნებით. თუ მე, როგორც საზოგადოება, მივხვდი რა მინდა და როგორ, შემდეგ რა ლოგიკით უნდა მივცე ხმა, რომელიც ყველა ამ უარყოფით პრინციპს წარმოადგენს? მე აკრძალვების მომხრე არ ვარ“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ტელეიმედის“ წარმომადგენლის, გიორგი ფუტკარაძის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

 

„პასუხისმგებლობა ამ ეროვნული შერიგების პროცესზე ნამდვილად ჩემია, არ დავიწყებ მერე ლაპარაკს, რომ ეს ამა თუ იმ აქტორის ბრალი. ეს არის მცდელობა, რომელიც საჭიროა ამ ქვეყნისთვის. მე ამისთვის სხვა დრო აღარ მექნება. დამოუკიდებლობის 30 წელს ვზეიმობთ და ეს არის პერიოდი, როდესაც უნდა გავიხედოთ უკან და რაღაცაზე შევთანხმდეთ. გარანტიები არ არსებობს არაფერზე. ყველაფერი რისკიანია, მით უმეტეს ასეთ პოლიტიკურ ვითარებაში, მაგრამ ვადა არ უნდა იყოს უსასრულო. სხვა ქვეყნებში ეს პროცესი გაგრძელდა 2-დან 3 წლამდე. ჩვენ ხასიათში ეს მოთმინება არ გვაქვს. ომშიც გვიყვარს ჩქარა გამარჯვება და არა გრძელვადიანი ომები. ჩემი აზრით, პირველი 4-5 თვე საჭიროა საზოგადოებრივი საუბრებისთვის, რათა მივიდეთ დასკვნამდე. იქნება ეს ქარტია თუ სხვა ფორმა, ეს მერე გამოჩნდება. ზაფხულში ალბათ საჭირო იქნება ექსპერტთა ჯგუფების შექმნა რაღაც მიმართულებებით და იმედი მაქვს, რომ ამის შედეგი იქნება ნათელი და წარედგინება შემოდგომაზე პარლამენტს. ეს იქნებოდა იდეალური გეგმა. რაც შეიძლება პოლიტიკიდან პარტიების გარიყვას, მე ასეთ რამეს არ ველი - დემოკრატიულ ქვეყანაში ეს წყდება არჩევნებზე. თუ საზოგადოება ჩამოაყალიბებს თავის პრინციპებს და რომელიმე ძალა ყველა ამ პრინციპს უარყოფს, ეს ძალა უნდა გავიდეს პოლიტიკიდან არა რაღაც აკრძალვებით, არამედ არჩევნებით. თუ მე, როგორც საზოგადოება, მივხვდი რა მინდა და როგორ, შემდეგ რა ლოგიკით უნდა მივცე ხმა, რომელიც ყველა ამ უარყოფით პრინციპს წარმოადგენს? მე აკრძალვების მომხრე არ ვარ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner