„საბედნიეროდ, ჯერჯერობით კლინიკები იმ მდგომარეობამდე არ არის, რომ ადგილები არ იყოს“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ოთარ ჩოკოშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საწოლფონდის დატვირთვის ზრდის ტენდენცია ამ მომენტისთვის არ შეინიშნება.
„საბედნიეროდ, ჯერჯერობით კლინიკები იმ მდგომარეობამდე არ არის, რომ ადგილები არ იყოს. შედარებით მძიმე ფორმების მიუხედავად, პაციენტებში ძალიან ნაკლები რაოდენობით ხდება დაავადების გართულება და ლეტალობაც, საბედნიეროდ, ბოლო მონაცემებით იკლებს.
დაავადებასთან ბრძოლის მეთოდები კვლავ რჩება ინფექციის კონტროლის ღონისძიებები. ყველაზე მთავარი მაინც ნიღბის ტარებაა. იმ შემთხვევაში, თუ მაღალი რისკები გვაქვს, ვატაროთ რესპირატორი ან ორი ნიღაბი მაინც, რათა თავი დავიცვათ“, - განაცხადა ჩოკოშვილმა.