ბორდერიზაციის საკითხის წინ წამოწევა და მავთულხლართების გაბმა მაშინ ხდება, როდესაც მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვანი რამ ხდება ან რამე მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს, ან ნატო-ევროკავშირი-საქართველოს ვიზიტი გვაქვს, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკაში“განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოსთვის ყველაზე მოწყვლადი ადგილი საოკუპაციო ხაზია, სადაც რუსეთი პირდაპირ პროვოკაციას უწყობს არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას, არამედ მთლიანად საზოგადოებას.
„ამით ისინი ასევე დასავლეთს აჩვენებენ, რომ ამ რეგიონში ბატონ-პატრონები არიან. სწორედ ამას ემსხახურება ასეთ გართულებულ საგარეო ვითარებაში მავთულხლართების გაბმა, ხნულების გაყვანა და ა.შ. მათ სხვა ამოცანა რომ ჰქონდეთ, მავთულხლართებს დიდი ხნის წინ დაასრულებდნენ, მერწმუნეთ. საოკუპაციო ხაზზე ნავთულხლართების აშენებას 13 წელი ნამდვილად არ სჭირდება - ეს სწორედ იმიტომ კეთდება, რომ მუდმივად იყოს პროვოკაციები და და დაძაბულობა საქართველოში“, - განაცხადა სამხარაძემ.