logo_geo
eng_logo
ცესკოში შეთანხმებულ ტენდერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ
- +

1 თებერვალი. 2022. 22:01

 

ცესკოსა და თბილისის მერიაში ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ მომზადებულ რეპორტაჟს ეხმიანებიან, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციისა და მერიის თითქოსდა შეთანხმებულ ტენდერებს ეხება. ცესკოში აცხადებენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კომისიას მსგავს შეტევაზე უწევს პასუხის გაცემა.

 

„ეს ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ მოხდეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეპუტაციის დაზიანების მცდელობა. ტენდერი არის საჯარო პროცედურა, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ, უფლებამოსილ პირს. საარჩევნო ადმინისტრაციის არცერთ წევრს არ შეეძლო მსგავსი ტიპის ტენდერებში გადაწყვეტილების დროს რაიმე ზეგავლენის მოხდენა“, - ამბობს ცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი.

 

ისნის რაიონის გამგებელი ნიკოლოზ ელისაშვილი კი აცხადებს, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს და არ ასახავს რეალობას.

 

„რეალურად, ყველა ტენდერი არის ღია და გამჭვირვალე და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ეს საკუთარი თვალით, ელექტრონულ სისტემაში იხილოს. შესაბამისად, თუ ვინმე ვინმეს ეხმარება ტენდერში გამარჯვებაში, ეს არ ის სისულელე“, - ისნის რაიონის გამგებელი ნიკოლოზ ელისაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner