logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: რამდენ სისულელესაც ილაპარაკებს მიხეილ სააკაშვილი, მელიას პლიუსებში ეწერება
- +

10 თებერვალი. 2022. 00:00


„რამდენ სისულელესაც ილაპარაკებს მიხეილ სააკაშვილი, მელიას პლიუსებში ეწერება. რატომ? დააკვირდით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილის ისეთი მხარდამჭერი საერთაშორისო ლობისტები, რომლებიც მხარდაჭერას გამოხატავდნენ აშშ-ის კონგრესიდან, ევროპარლამენტიდან, მათი მხარდამჭერი განცხადებები ბოლო დროს საერთოდ არ ისმის“, - ამის შესახებ ექსპერტმა, დავით ქართველიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი პირდაპირ ამბობს, რომ ის პატივს სცემს სასამართლოს გადაწყვეტილებას, იგივე მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში. იმ სასამართლოს იცავს კელი დეგნანი, რომელ სასამართლოსაც ყოველ პროცესზე აგინებს მიხეილ სააკაშვილი. როგორ გინდა ასეთ ლიდერს მხარი დაუჭირო?“ - განაცხადა ქართველიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner