logo_geo
eng_logo
აშშ-მა რუსეთი კოლუმბიაში ანტიდემოკრატიული გავლენის გაფართოების მცდელობაში დაადანაშაულა
- +

10 თებერვალი. 2022. 01:49

 

აშშ-მა რუსეთი კოლუმბიაში ანტიდემოკრატიული გავლენის გაფართოების მცდელობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა.

 

„რატომ არის რუსეთი უფრო აქტიური კოლუმბიის საზღვრებთან? მხოლოდ ის შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ისინი თავიანთი ანტიდემოკრატიული გავლენის გაფართოებას ცდილობენ“, - აღნიშნა ვიქტორია ნულანდმა.

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ განსაკუთრებით შეშფოთებულია რუსეთის მზარდი გავლენით ვენესუელასთან საზღვრის გასწვრივ.

 

8 თებერვალს, ვაშინგტონმა და ბოგოტამ შეთანხმება გააფორმეს, რათა იმ უცხოელ აქტორებს დაუპირისპირდნენ, რომლებიც კოლუმბიაში გაზაფხულზე გასამართ არჩევნებზე დესტაბილიზაციის ფაქტორის შეტანას შეეცდებიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner